20 მაისს, 20:00 საათზე, დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება მერაბ სეფაშვილის საიუბილეო სოლოკონცერტი და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა.
შემოქმედის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის რეპერტუარში შევა ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰიტები და ახალი სიმღერები.
საიუბილეო კონცერტის დასრულებისას, ფილარმონის ივენთ ჰოლში გაიმართება ე.წ. აფტერ ფარტი, სადაც ქართული შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
სოლოკონცერტი ქ.თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართება.