15 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზუმში ცნობილი ნიუ-იორკელი ხელოვანის საშა (ალექსანდრა) ჭავჭავაძის გამოფენა გაიხსნება.
საშა (ალექსანდრა) ჭავჭავაძე წინანდლელი ჭავჭავაძეების შტოს შთამომავალი და ცნობილი ქართველი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭვაძის შორეული ნათესავია.
გამოფენზე "ასანთების მუზეუმი" წარმოდგენილი იქნება ასანთის ღერებით შექმნილი ნამუშევრები, ინსტალაციები და მისი ნახატები. გამოფენის გახსნაზე ავტორი თავად ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე.
ჭავჭავაძე პირველად ჩამოდის საქართველოში და ეს მისი პირველი გამოფენა იქნება თბილისში.
გამოფენა გაგრძელდება 2 ივნისამდე.