რუსი ოპოზიციონერის, სერგეი უდალცოვის ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული მოკლას მისი დაცვის ქვეშ მყოფი. "ხელისუფლება მეთოდურად კლავს სერგეი უდალცოვს, მიუხედავად თირკმლის უკმარისობისა, ჰიპოგლიკემიური კომის საშიშროებისა და სხვა თანმდევი გამოვლინებებისა სერგეი უდალცოვის ჰოსპიტალიზება არ ხდება. საავადმყოფოებში "მენტები" მბრძანებლობენ", _ წერს იურისტი "ტვიტეტში" თავის ბლოგზე.
გასული უქმე დღეების განმავლობაში უდალცოვისთვის სამჯერ გამოიძახეს სასწრაფო, - აცხადებენ მისი მომხრეები და აღნიშნავენ, რომ ყველა საავადმყოდომ მის მიღებაზე უარი განაცხადა, იმიტომ, რომ მედიკოსებზე ზეწოლას სპეცსამსახურების წარმომადგენლები ახორციელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ უდალცოვი 9 მაისს დააპატიმრეს. მას 15 დღე-ღამით პატიმრობა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის მიუსაჯეს.პროტესტის ნიშნად, უდალცოვმა მშრალი შიმშლობა გამოაცხადა.