დღეს, 14 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები თაკო ჩხეიძე და მარიამ ყუბუსიძე გამართავენ პრესკონფერენციას სასტუმროში „თბილისი მარიოტი", სადაც დეტალურად ისაუბრებენ ყველა იმ სიახლეზე, რასაც უმზადებენ რიგით მე-6 თბილისის მოდის კვირეულის სტუმრებს. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან "ბანკ რესპუბლიკას" მარკეტინგის, ბრენდინგის და პიარის ხელმძღვანელი ეკა ტოროშელიძე, „ბუდა-ბარ თბილისის" წარმომადგენელი და კომპანია „ეკო ფუდის" მარკეტინგის დირექტორი შალვა ალავიძე.