პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" წუხილს გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
"სტიქიური უბედურებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ისიც ცალსახაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი რისკებისგან და წინასწარ განსაზღვროს საფრთხეები. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვაა და ამდენად, გუშინდელი ფაქტის გაანალიზება არა მხოლოდ ხელისუფლების, ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაც არის.
კოალიცია სწავლობს, შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება და ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.