დავით გარეჯში, კერძოთ უდაბნოს მონასტერში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "ივერიელებიდან" აცნობეს.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით გარეჯში, კერძოთ უდაბნოს მონასტერში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ. როგორც მღვდელმსახურები აცხადებენ, მონასტრის წევრებს აძლევენ უდაბნოში ასვლის უფლებას, თუმცა ტურისტებს იქამდე არ უშვებენ. მონასტრის წევრებმა მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. მოძრაობა "ივერიელები" მივიჩნევთ, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა იდგნენ ჩვენი მესაზღვრეები, რათა არ შეეზღუდოთ ტურისტებს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. თუ დროულად არ მოყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ამ ფაქტს მაშინ "ივერიელები"დავიწყებთ აქციებს საქართველოს ტერიტორიების დაცვის მოთხოვნით, რათა კიდევ ერთხელ არ მოხდეს საქართველოს მიწების დაკარგვა", - იტყობინება მოძრაობა "ივერიელები".