საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი უბედურების გამო, რასაც ტრაგიკული შედეგი მოყვა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანაუგრძნობს მათ ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა.
ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან სავალ გზაზე გადავიდა. ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და სხვა ადგილებში ავტომანქანები ამოაბრუნა.
დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
დაღუპულია 5 ადამიანი - სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი.