საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველებმა ორთაჭალაში, ერთ-ერთ დატბორილ სახლში 84 წლის, გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი იპოვეს. მყვინთავებმა გარდაცვლილი დატორილი სახლის პირველი სართულიდან ამოიყვანეს.
წუხანდელი წყალდიდობის შემდეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა.
ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან სავალ გზაზე გადავიდა. ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და სხვა ადგილებში ავტომანქანები ამოაბრუნა.
დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
დაღუპულია 5 ადამიანი - სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი.