დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განკარგულების საფუძველზე მუნიციპალიტეტები წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს დაადგენენ.
პირველადი მონაცებებით, კერძო პირებისა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონს შეადგენს. თუმცა ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც წუხელ მოვლენების ეპიტცენტში იმყოფებოდა გამგეობებს დაავლა უპირველესი დახმარება უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას აღმოუჩინონ და უზრულველყონ ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
თბილისის ყველა უბაში, რომელიც წაყლდიდობამ დააზარალა უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშეოები. ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები იწმინდება შლამის, ქვა-ღორღისა და სხვა ნარჩენებისგან.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა. ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან სავალ გზაზე გადავიდა.
ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა.
დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლებიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. გარდა რამდენიმე ქუჩისა, მოძრაობა დედაქალაქში ყველა მიმართულებით თავისუფალია.
დაღუპულია 4 ადამიანი - ორი ქალი და ორი მცირეწლოვანი.