წყალი ვერ იქნება უსაფრთხო ისეთი საგანგებო ვითარების შედეგ, როგორც არის წყალდიდობა, - შესაბამისი ინფორმაცია ვერმონტის ჯანდაცვის დეპარტამეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"წყალდიდობის ან მის შემდეგ წყალი, შესაძლოა, იყოს დაბინძურებული მიკრორგანიზმებით, ბაქტერიებით, კანალიზაციის წყლით, სოფლის მეურობის ან სამრეწველო ნერჩენებით, ქიმიკატებით, და სხვა ნივთიერებებით, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული დაავადებები. კატეგორიულად აკრძალულია ასეთი წყლის გამოყენება ბავშვებისთვის
მოსახლეობამ, რომელებიც სარგებლობენ ჭების ან ჭაბურღილების წყლებით ყურადღება უნდა მიაქციონ წყლის ფერს და სუნს. აუცილებელია ფერშეცვლილი და სუნის მქონე წყლის გადადუღება. წყალმა მინიმუმ 1 წუთი უნდა იდუღოს, რათა ის გამოიყენოთ სასმელად, საჭმლის მოოსამზადებლად, ხილის ან სხვა საკბევის გასარეცხად, პირის ღუს მოსაწერიგებლად ", - ნათქვამია ვერმონტის ჯანდაცვის დეპარტამეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ონკანის წყალს, მისი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი სამსახურების ვალდებულბას წარმოადგენს. თუმცა მოსახლეობამ ამ შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მიაქცოს იმ გარემოებას, ხომ არ მოხდა მაგისტრალის ან მაგისტრალისთვის მიერთებული მილების დაზიანება, საიდიანაც შესაძლებელი იყო მისი დაბინძურება.
წყლის შეცვლილი ფერის და სპეციფიური სუნის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურს, ხოლო წყალი აუცლებლად გადადუღდეს
ამჟამად დედაქალაქის წაყალმომარაგების ობიქტებზე სტაბილური ვითარებაა. "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფოუერის" საგანგებო ბრიგადები სათავო ნაგებობებსა და გადამქაჩ სადგურებზე მუშაობენ , - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის პრესსასმსახურის უფროსმა თამუნა ნოსელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს სადგურების დატბორვა და გამოირიცხოს სხვა დაზიანებები, საგანგებო ბრიგადები მობილიზებულები არიან და შესაბამის ობიექტებზე მუშაობენ. "სათავო ნაგებობში იმყოფებიან კომპანიის ხელმძღვანელებიც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნოსელიძემ.
მისივე თქმით, რიგი სატუმბო სადგურებისთვის ელექტრონერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება, რომელიც ელქტრონერგიის მიწოდებისთანავე აღდგება.