საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მეხუთე ადამიანის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი ორი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს თბილისში, კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა. ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა და სავალ გზაზე გადავიდა.ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა.დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
თბილისში წყალდიდობის გამო ყველაზე სახიფათო ადგილებში მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია. შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, პანიკა არ იგრძნობა და მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს. გარდა რამდენიმე ქუჩისა, მოძრაობა დედაქალაქში ყველა მიმართულებით თავისუფალია.