"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფოუერის" საგანგებო ბრიგადები სათავო ნაგებობებსა და გადამქაჩ სადგურებზე მუშაობენ , - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის პრესსასმსახურის უფროსმა თამუნა ნოსელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს სადგურების დატბორვა და გამოირიცხოს სხვა დაზიანებები, საგანგებო ბრიგადები მობილიზებულები არიან და შესაბამის ობიექტებზე მუშაობენ.
"სათავო ნაგებობეში იმყოფებიან კომპანიის ხელმძღვანელებიც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნოსელიძემ.
მისივე თქმით, რიგი სატუმბო სადგურებისთვის ელექტრონერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება, რომელიც ელქტრონერგიის მიწოდებისთანავე აღდგება.