ღვარცოფის დროს გარდაცვლილი 3 ადამიანი, სავარაუდოდ სტუმრად იმყოფებოდა. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
"ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო რომ დაღუპულია სამი ადამიანი. თუმცა მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. სავარაუდოდ, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ სახლში, რომელიც გაქირავებული იყო", - განაცხადა გიგი უგულავამ.
სტიქიის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი.