თბილისში მოსულ ღვარცოფს ერთი ქალისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ორთაჭალაში იმ ადგილას, სადაც პირველად ღვარცოფი მოვარდა, ერთი ქალისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კოკისპირულმა წვიმამ მტკვრის ადიდება გამოიწვია და მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.
სავალ გზაზე გადასულმა მდინარემ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი ციხეების ტერიტორიასთან, ავტომანქანები ამოაბრუნა. შეწყვეტილია საავტმობოლო მიმოსვლა. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
წყალდიდობის გამო, დედაქალაქში განსაკუთრებით მძიმე ვითარება ორთაჭალაშია შექმნილი.
"ორთაჭალაში ამჟამადაც მიმდინარეობს ევაკუაციია. რაც შეეხება წყლის მიერ ადამიანების გატაცების ფაქტებს, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგაძემ.
სრულადაა მობილიზებული საგანგებო სამსახური. რთულ უბნებზე იმყოფებიან დედაქალაქის მერი და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები.