თემქაზე ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს. თექაზე ახალგაზრდა გოგონა სკვერში დაკიდებული ნახეს. ადგოლობრივებმა გვამი ამოიცნეს. გარდაცვლილი გოგონა 25 წლის ლელა კილასონიაა, იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თემქაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. წარმოშობით გოგონა სენაკიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ მეზობლებმა მას აბაზაბაში შეუსწრეს და გადაარჩინეს.
ბოლოს გოგონა მაღაზიის გამყიდველმა ნახა. მისი განცხადებით, გოგონა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუ რა გახდა გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ამას გამოძება დაადგენს. ამ დროისათვის კი გვამი პროზექტურაშია გადასვენებული.