აგრარულ უნივერსიტეტს ევროკავშირის TEMPUS-ის მხარდაჭერით მიმდინარე სამაგისტრო პროგრამის - „გამოყენებითი ბიომეცნიერებები" საერთაშორისო პარტნიორის, ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.
უცხოელ კოლეგებს უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ უმასპინძლა. სტუმრებმა უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო გარემო დათვალიერეს და ლაბორატორიულ კვლევებს დაესწრნენ, რის შემდეგაც სტუდენტებისათვის მიკრობიოლოგიის საკითხებზე ღია ლექცია გამართეს.
უახლოეს პერიოდში, აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსის წარჩინებული სტუდენტები დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას და ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ.
"საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ყველა იმ საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც პროექტის განვითარებას სჭირდება, კერძოდ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, პროფესორ-მასწავლებლები. ვმუშაობთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი უფრო განვითარდეს და მეტმა მაგისტრანტმა შეძლოს სწავლის უცხოეთში გაგრძელება", - განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ლინ როულენსმა.