ბათუმში, ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის საგარეო უწყების მიერ საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებისა და ლავროვის არაერი განცხადებისა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ტურისტულ სააგენტოებს, რომ მათ არ გაითვალისწინეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და მაინც ჩამოჰყავთ რუსი ტურისტები საქართველოში.
"ჩვენ ცალმხრივად გამოვაცხადეთ ვიზის გარეშე მაშინ როდესაც ვერც ერთი ქართველი ვერ მოხვდება რუსეთში ვიზის გარეშე და ძალიან ჭირს რუსეთში ქართველის მოხვედრა. ჩვენ წელს ერთ მილიონ რუსს ვიზიტორს ველოდებით. მიუხედავად ლავროვის განცხადებისა. მადლობა ვუთხრა ტურისტულ სააგენტოებს, რომ მათ არ გაითვალისწინეს ეს მკაცრი განცხადება და ახორციელებენ ტურისტების ჩამოყვანას საქართველოში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო რეფორმების კუთხით მისაბაძი მაგალითი გახდა.
"საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ოპოზიციონერი ჩამოდის. მათ დაინახეს ეს რეფორმები და ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთი. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დუმაში როდესაც მას ჰკითხეს საქართველოს რეფორმების შესახებ თქვა: "მე მძულს სააკაშვილი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს წარმატებული რეფორმები განახორციელა და ჩვენ უნდა გადმოვიღოთ ეს რეფორმები და განვახორციელოთ რუსეთში" _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.