თბილისში, ზაჰესის ხიდიდან მტკვარში ოპელის მარკის მანქანა გადავარდა. მცხეთიდან თბილისის მიმართულებით, მოძრავი ავტომობილი ზაჰესის ხიდიდან მდინარეში დილით ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ავტომანქანის მძღოლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფები წყალში ჩაძირულ ავტომანქანის ნაპირზე ამოტანას ცდილობენ.