ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ „თავისუფალ სტუდენტთა კავშირთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემარანდუმის თანახმად, მხარეები რამდენიმე საკითხის შესახებ აპირებენ თანამშრომლობას. მათ შორისაა: საქართველოს კონსტიტუციის დაცვა; დემოკრატიული პროცესების განვითარება; მედიის თავისუფლების დაცვა; საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და თავისუფლად წარმართვა; ადამიანის უფლებები; სტუდენტთა და ზოგადად, ახალგაზრდების უფლებების დაცვა და სხვა.
როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა „თავისუფალ სტუდენტთა კავშირში" 120-ზე მეტი სტუდენტია გაერთიანებული და მათ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის"მხარდაჭერას უცხადებს.
„თავისუფალ სტუდენტთა კავშრის" თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინად არის გადაქცეული.