ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი ჩისტი პრუდებზე შეკრებილი ოპოზიციონერების ბანაკს უკანონო უწოდა და პოლიციის მიერ ამ ბანაკის დარბევის პირობა დადო. ეს განცხადება პესკოვმა ჟურნალ "აფიშა"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მან ასევე დაადასტურა თავისი სიტყვები "ოპოზიციონერების ღვიძლის" შესახებ, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ "მილიონიანი მარშის" დროს "ომონის" ხისტი მოქმედებების კომენტირებისას, პარტია "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატთან ილია პონომარიოვთან საუბრისას პესკოვმა განაცხადა, რომ "დაჭრილი" "ომონელის" გამო "მომიტინგეების ღვიძლი ასფალტზე უნდა გაგლისო".