საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 46.3 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 26 პროცენტით მეტი, ხოლო არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 62 პროცენტით მეტი ნებართვაა გაცემული.