"საქართველოს ბანკი" ექსპრესების ქსელს აფართოვებს. ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრი, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას, დღეიდან, ვაჟა ფშაველას გამზირზე #7-შიც შეთავაზებს.
"საქართველოს ბანკის", ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად, მომხმარებელს მოემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე, არის თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს ისარგებლოს, ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განამავლობაში შეძლებს: თანხის ან გზავნილის განაღდებას, sms სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ექსპრესის სერვისცენტრების, მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე. ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს, ისარგებლოს სპეციალურად ექსპრესისთვის შექმნილი პროდუქტებით - ექსპრესპაკეტით (რომელიც შეცავს - ექსპრესბარათს, მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას), ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორენჯის განაცხადის შევსებას. ასევე, საქართველოს ბანკის სხვა პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა American Express Blue Card-ის განაცხადის შევსება/დამუშავება, მობილ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მუდმივი საგადასახადო დავალების, ავტომატური გადახდების, პლასტიკური ბარათის დაზღვევისა და ელექტრონული ყულაბის მომსახურები ჩართვა.
"საქართველოს ბანკის", ახალ ექსპრეს სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის თექვსმეტი ექსპრეს სერვისცენტრი მოქმედებს.