სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ჟურნალში „ თბილისური ამბები" ყველა თბილისელს განსაკუთრებულ შემოთავაზებას უკეთებს!
ყველას, ვინც წარმოადგენს ჟურნალში მოთავსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერს ოჯახიდან ორი და მეტი წევრის დაზღვევის შემთხვევაში მიიღებს ერთი თვის დაზღვევას უფასოდ, ოჯახის თითოეულ წევრზე. ოჯახის ერთ წევრზე საჩუქარი შეადგენს 24 ლარს, ორ წევრზე 48 ლარს და ა.შ.
ჟურნალში ასევე მოთავსებულია ჯიპიაი ჰოლდინგის ავტომობილის დაზღვევის ვაუჩერი, რომლის წარმოდგენის შემთხვევაშიც, ჟურნალის მკითხველი ავტომობილის დაზღვევისას მიიღებს დაზღვევის ერთ თვეს საჩუქრად.
თუ ოჯახი ჯანმრთელობის და ავტოდაზღვევის პოლისს ერთდროულად შეიძენს, საჩუქრად გადაეცემა 60 ლარიანი ავტოდაზღვევის პასუხისმგებლობის პოლისი, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი, 5000 ლარის ფარგლებში.
„ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისი მედი თვეში 20 ლარი ღირს. მისი შეძენა ნებისმიერ პირს შეუძლია და გაფორმებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჟურნალში "თბილისური ამბები" მოთავსებული ვაუჩერით ოჯახიდან სამი წევრის დაზღვევის შემთხვევაში ოჯახი საჩუქრად 72 ლარს მიიღებს", - განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა.
საოჯახო ვაუჩერის გასანაღდებლად ჟურნალში მოცემული ვაუჩერი მკითხველმა უნდა წარმოადგინოს ჯიპიაი ჰოლდინგის ოფისში 2012 წლის 31 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დაზღვევის სახლი (ჭავჭავაძის 2, ყოფილი ჩაის სახლი), ან კოსტავას 67. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელ ხაზზე: 2505111.