დღეს, 11 მაისს, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდება "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის" დაფინანსების შეთანხმებები.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან - ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერიე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ევროკავშრის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას 170 მილიონი ევროს ოდენობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით ევროკავშირის სამეზეობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით ქვეყანა მიიღებს 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს.