გამოცდების ეროვნული ცენტრი ფიზიკისა და ქიმიის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის შედეგებს 11 მაისს გამოაქვეყნებს
შედეგები, დავალებებთან და სწორ პასუხებთან ერთად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება.
სააპელაციო განაცხადების მიღება 14 და 15 მაისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე ელექტრონულად (მინდელის N9) მოხდება.
სააპელაციო პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება www.naec.ge -ზე.
ბიოლოგიის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის, ასევე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის შედეგები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილი წელს პირველად ჩააბარეს სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რომელიც ასევე სერტიფიცირებული პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი, პირველად შარშან, 2011 წელს ჩატარდა.