დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" რატი მაისურაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებლის უფლების დარღვევად იმას, რომ კომერციულ ბანკს სასესხო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული აქვს პუნქტი, რომლზე დაყრდნობითაც მას შეუძლია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო პირობები, ისე, რომ აღნიშნული არ შეუთანხმოს ხელშეკრულების მეორე მხარეს.
მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზედაც, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ასეთი კაბალური პირობები ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.