საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის მტკიცებით, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებული ყველა მსესხებლის სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
ქადაგიძის თქმით, ეროვნულ ბანკს ამ პრობლემების განსახილველად კომერციუილ ბანკებთან ჰქონდა შეხვედრა.
"არ არსებობს პრეცედენტი, რომ მსესხებელი 2008 წლის აგრესიის შედეგად დაზარალებული იყოს და მის სესხის რესტრუქტუირიზაცია არ მომხდარიყოს. თუ არის შემთხვევა, რომ ბანკმა ასეთი მსესხებლის სესხს რესტრუქტურიაზცია არ გაუკეთა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე მათ და თითოეული ასეთი შემთხვევა განვიხილო. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სასესხო დავალიანებების მთლიანად და სრულად ჩამოწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდა, როცა მსესხებელი კონკრეტულად კონფლიქტის ზონაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდა და მისი საქმიანობის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა", - განმარტა ქადაგიძემ.