ბრედ პიტი ლეგენდარული სუნამოს - Chanel №5-ის სახე გახდა. სამოდელო სახლი Chanel-ი ქალის სუნამოს რეკლამაში პირველად მამაკაცს გადაიღებს, და თანაც ეს მამაკაცი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ბრედ პიტი იქნება. ფოტოსესია და სარეკლამო რკოლის გადაღება ლონდონში იგეგმება, რომელიც ბილბორტებსა და ტელევიზიებით წლის ბოლომდე გამოჩნდება.
მანამდე Chanel №5-ის რეკლამაში ჩართულნი იყვნენ ისეთი დონის ვარსკვლავი ქალები, როგორებიც არიან: კეტრინ დენევი, ვანესა პარადი, კეით მოსი, ნიკოლ კიდმანი და კარლ ბუკე.
აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტისთვის ეს პირველი სარეკლამო კლიპი არ იქნება, რადგანაც ცნობილი მსახიობი უკვე გადაიღეს Softbank-ისა და Levi's-ის რეკლამებში.