22-28 მაისს თბილისს ლატვიის ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი "დრუვა" ეწვევა. ანსამბლს რეპერტუარში აქვს ლატვიური ხალხური და შემოქმედებითი ცეკვები, ანსამბლი "დრუვა" ქართველ მაყურებელს სთავაზობს საკონცერტო პროგრამას - "სალდუს მთის წვერზე", "აი, როგორ ვცხოვრობთ" და "მხიარულმა ვიცხოვრო".
ანსამბლი უკვე 60 წელია მოღვაწეობს. დაარსებიდან "დრუვა" მონაწილეობას იღებს ლატვიის სიმღერისა და ცეკვის ფესტივალში, პოპულარიზაციას უწევს ლატვიური კულტურის ღირებულებებსა და ტრადიციებს საზღვარგარეთ: ბულგარეთი, დანია, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, ნორვეგია, ლიტვა, ესტონეთი, საბერძნეთი, ბელგია და სხვა.
ლატვიის ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი "დრუვა" საქართველოს ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ეწვევა.