საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დიმიტრი ავსაჯანიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე მხატვრის 35 ნამუშევარია წარმოდგენილი.
აღნიშნული ნამუშევრები ძირითადად აბსტრაქციაში და სიურეალისტურ სტილშია შესრულებული და ახალგაზრდა მხატვრის განსხვავებულ და ორიგინალურ ხედვას გადმოსცემს. ექსპონატები გუაშით, ზეთით, აკვარელით, პასტელით, ტუშითა და ფანქრით არის შესრულებული.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 13 მაისამდე გაგრძელდება.