კარლა ბრუნი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის მეუღლე მალე მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდება და დეკემბერში მორიგ სოლოალბომსაც გამოუშვებს. კარლა ბრუნის პირველი ალბომი "ვიღაცამ მითხრა", რომელიც 2 მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა, 10 წლის უკან ჩაიწერა.
როგორც კარლა ბრუნის პრესმდივანი აცხადებს, ბრუნის მუსიკალური კარიერა არასოდეს შეუწყვეტია და ის სიმღერებს საკუთარ სტუდიაში ქმნიდა. ბრუნის პრესმდივნის განმარტებით, საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის მორიგი ალბომი დეკემბერში გამოვა.
კარლა ბრუნი დაინტერესებულია კინოკარიერის გაგრძელებითაც.