2011 წელს აშშ-ში ტურიზმის ეკონომიკურმა ეფექტმა 1,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ყოველდღიურად აშშ-ში უცხოელი და შიდა ტურისტების მიერ, მხოლოდ მატარებლით გადაადგილებისთვის 2,2 მილიარდი დოლარი იხარჯება.
აშშ-ის ტურისტული ასოციაციის (U.S. Travel Association) მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ მოგზაურების მიერ გაღებული თანხა საათში 92,8 მლნ დოლარია, წუთში 1,5 მლნ დოლარი, ხოლო წამში 25,7 ათასი დოლარია.
ასოციაციის ინფორმაციით, 2011 წელს ინდუსტრიის ეკონომიკურმა ეფექტმა 1,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, 2011 წელს აშშ-ის მოქალაქეებმა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში 58,5 მლნ ვიზიტი განახორციელეს, ხოლო ამერიკაში კი 62 მლნ უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა, რაც 2010 წლის მომაცემებზე 4,2 %-ით მეტია.