საავტომობილო კონცერნმა Toyota-მ, რომელმაც ელექტრომობილების წარმოება 15 წლის წინ დაიწყო, ელექტროჯიპის - RAV4-ს პრეზენტაცია მოაწყო.
ჯიპის ღირებულება 48 900 დოლარია, რაც 2-ჯერ ძვირია ბენზინზე მომუშავე ჯიპის ფასთან შედარებით. Toyota-ს მენეჯმენტი 3 წლის განმავლობაში 2600 მსგავსი ავტომობილის რეალიზაციას გეგმავს.
ავტომობილის ექსპერტები კი Toyota-ს ახალ შემოთავაზებას სკეპტიკურად უყურებენ და ელექტროჯიპის პოტენციალში ეჭვი ეპარებათ.