ინდონეზიაში მთა სალაკზე რუსული ავიალაინერის "Sukhoi Superjet-100"-ის კატასტროფის ადგილას დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. არც მგზავრებიდან და არც ეკიპაჟის წევრებიდან არავინ გადარჩენილა.
ლაინერში 45 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის - რვა რუსეთის მოქალაქე, ერთი საფრანგთის მოქალაქე, ერთი აშშ-ის მოქალაქე, იტალიის ორი მოქალაქე და ინდონეზიის 33 მოქალაქე.
დაზუსტებული მონაცემებით, თვითმფრინავი აფრენის წინ ხუთმა მგზავრმა დატოვა. ავიალაინერი "Sukhoi Superjet-100"-ი დაზღვეული იყო.