"ინდონეზიაში მთა სალაკზე რუსული ავიალაინერის "Sukhoi Superjet-100"-ის კატასტროფის ადგილამდე მისაღწევად მაშველებს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი დარჩათ, თუმცა ამ მანძილის დაფარვას ისინი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ამის გამო ოპერაცია დილამდე გადაიდო", - წერს "ტვიტერში" თავის მიკრობლოგში რუსი ბლოგერი და მოგზაური სერგეი დოლია.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ავიალაინერის "Sukhoi Superjet-100"-ის კატასტროფის ადგილას დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს, თუმცა ავარიის ადგილამდე მისვლა გართულებულია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ლაინერის კატასტროფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმე მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვვეის მუხლით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ ლაინერში 45 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის - რვა რუსეთის მოქალაქე, ერთი საფრანგთის მოქალაქე, ერთი აშშ-ს მოქალაქე, იტალიის ორი მოქალაქე და ინდონეზიის 33 მოქალაქე. დაზუსტებული მონაცემებით, თვითმფრინავი აფრენის წინ ხუთმა მგზავრმა დატოვა. ავიალაინერი "Sukhoi Superjet-100"-ი დაზღვეული იყო.