უბილეთოდ მგზავრობისთვის და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცებისთვის ფიზიკურ პირებს დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ "ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების" კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელებისგან და საურავებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც ეს პასუხისმგებლობა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებისთვის დაეკისრათ.
კანონდმებლობით, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, გაფრთხილებას იწვევს, ამ ქმედებების გამნეორებით ჩადენა კი 100 ლარიან ჯარიმას.
რაც შეეხება უბილეთოდ მგზავრობას, ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავიუფლება შეეხება იმ პირებს, რომლეთაც უბილეთოდ ავტობუსით და ან სამარშუტო ტაქსით იმგზავრეს და ან ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკი ბავშვი, უბილეთოდ გადაიყვანეს.
კანონმდებლობით, მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, 5 ლარით ჯარიმდება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს 50 ლარის ოდენობით საურავი ერიცხება. ხოლო, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით უბილეტიოდ მგზავრობა, შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით ჯარიმდება.
აღნიშნული ინიციატივა "ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბარათურიას ეკუთვნის, თუმცა მის მიერ ინიცირებული პროექტი, სხვა დანაშაულებებსაც მოიცავდა. ბაღათურიას ინიციატივის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მთავრობამ ბარათურიას ინიციატივის გადახედვა მოსთხოვა, თუმცა კონსულტაციები მათ შორის ვერ შედგა. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინიციატივის ავტორი თავადვე ყოფილიყო.
კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია.