რუსული მედიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "რუსული კრედიტი" კერძო პირთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა.
"ინტერფაქსის ცნობით, ივანიშვილის დეველოპმერულმა კომპანია "უნიკორმა" კერძო ინვესტორებთან შესაბამის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.
მყიდველებს შორის არიან: აი-ტი კომპანიის პრეზიდენტი გეორგი გენსი, ბანკ
"გლობეკსის" ყოფილი მესაკუთრე ანატოლი მოტილევი, სადაზღვევო კომპანიის Спасские ворота ექს-მფლობელი ბორის ჰაიტი, ასევე კერძო პირები: ბორის პასტუხოვი, ვიკტორ ლუკოიანოვი, ვლადიმერ ფაეროვიჩი.
როგორ გადანაწილდა მყიდველებს შორის აქციები, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.