დამასკოში მომხდარ ტერაქტებს 40 ზე მეტი ადამიანი შეეწირა, "როიტერის" ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივ ტელეარხს "ალ-ახბარია"-ს ეყრდნობა, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 170.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დილით, ქალაქის იმ ადგილზე მოხდა, სადაც სირიის სპეცსამსახურების შტაბ-ბინებია განლაგებული.
სირიის ტელევიზიამ მომხდარს "ტერაქტი" უკვე უწოდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დამწვარია ათობით ავტომობილი. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე 3 მეტრის სიღრმის ორმო დარჩა.