ავღანეთში შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფი სამთავრობო შენობების კომპლექსს დაესხა თავს. ინციდენტი ავღანეთის პროვინცია პაკტიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი და დაჭრილია 10. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი პოლიციელია, ორი კი მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილთაგან კი შვიდია პოლიციელი დანარჩენი კი სამოქალაქო პირი.
პროვინციის გუბერნატორის პრესსამსახურმა აღნიშნული ინციდენტი უკვე დაადასტურა. ამჟამად მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება.