სირიაში მომხდარმა აფეთქებებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ტელევიზია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამასკოში აფეთქებები ამ დილით მოხდა. ყველა აფეთქება ქალაქის იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სირიის სპეცსამსახურების შტაბ-ბინებია განლაგებული.
სირიის ტელევიზიამ მომხდარს "ტერაქტი" უკვე უწოდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დამწვარია ათობით ავტომობილი. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე 3 მეტრის სიღრმის ორმო დარჩა.