საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი საქართველოში 2012 წლის მაისის თვის ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
მაისის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები