დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე „კავკასიურ სახლში" ცნობილი სომეხი პოეტის და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
შემოქმედებით საღამოზე ნაჩვენები იქნება "კავკასიური სახლის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გივი შაჰნაზარის შემოქმედებაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს: ხალხური მუსიკის ანსამბლი "ლილეო", "აჭარული"; ლიზა თოროსიანი კითხულობს სევაკის პოეზიას; ფალიაშვილის სახ. კონსერვატორიასთან არსებული კვარტეტი; ესაი აბოვიანი, ფორტეპიანო და "შინდლერის სია", ლოლიტა ოგანესიანი, გალინა ბანდურას კლასი.