თბილისში ღამით ტელეგრაფის სამ ნომერში ავარიული სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების და რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, საჭიროა სახლის დემონტაჟი. დაზარალებულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარება.