თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის. პარტიის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ახალ მოძრაობაში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები გაწევრიანდებიან, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება.
ნიკა ივანიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ირიცხებოდა მრეწველთა პარტიის რიგებშიც. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში სწორედ მრეწველების სიით იყარა. მერიის პოზტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით განცხადება ივანიშვილმა ერთი თვის წინ გააკეთა.