დღეს, 10 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში, სტუდენტთა მე-80 ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია, რომელიც სტუ-ის 90 წლის იუბილეს ეძღვნება, 10 მაისს გაიხსნება და 31 მაისს დაიხურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს - ტელ.: 2 36 53 45, ელ.ფოსტა: conference@gtu.ge.