მსოფლიოში ყველაზე საიმედო ბანკად სინგაპურული Oversea-Chinese Banking Corp-ი დასახელდა. ამერიკულმა ჟურნალმა Bloomberg Markets-მა საიმედო ბანკების TОP-20 გამოაქვეყნა, რომელიც გამოცემამ სხვადასხვა რეიტინგზე დაყრდნობით შეადგინა.
ირკვევა, რომ ყველაზე საიმედო ბანკების უმრავლესობა კანადურია. საიმედო ბანკების პირველ ათეულში ოთხი კანადური ბანკი მოხვდა: CIBC (Canadian Imperial Bank of Commerce) (მე-3 ადგილი), Toronto-Dominion Bank (მე-4 ადგილი), National Bank of Canada (მე-5 ადგილი) და Royal Bank of Canada (მე-6 ადგილი).
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Global Finance-მაც გამოქვეყნა საიმედო ბანკების რეიტინგი, სადაც ლიდერ პოზიციაზე გერმანული ბანკი KfW აღმოჩნდა, ხოლო მეორე ადგილზე - Bank Nederlandse Gemeenten-ი, ხოლო მესამდე ადგილზე - Landwirtschaftliche Rentenbank-ი.
სააგენტო Brand Finance-ის მიერ შედგენილი რეიტინგით, ყველაზე საიმედო ბანკად ბრიტანული HSBC დასახელდა.