ხვალ, 10 მაისს, 15:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ გამოფენას "ევროპული წიგნი: საქართველო" დაათვალიერებენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გამოფენა სხვა მოწვეული სტუმრებისთვის გაიხსნება 19:00 საათზე.