12 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში "შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალი" გაიხსნება. 12-13 მაისს, თბილისში, შარდენზე, ორგანიზაცია "თბილისი" თბილისის მერიასთან ერთად მართავს ორდღიან "შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალს" ღია ცის ქვეშ. 12 მაისს ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება, მეორე დღეს, 13 მაისს კი - 15:00 საათზე.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული შოკოლადის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები - "ტკბილი ქვეყანა", "ჩოკოსვისი", "ბარამბო", "მეგაკო", "ნარცისი"; ასევე კომპანია "სარაჯიშვილი", "თოლია", "კამპა", "ევრო პლანტი", გამომცემლობა "გრიფონი", "ლავაცა", "ჩაიმანია", "კრისტალი", "ნაბეღლავი", ადვოკატთა კლუბი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, "მეიდან პალასი", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.
ფესტივალზე მოხდება წიგნებისა და წიგნაკების პრეზენტაცია, კერძოდ, ფესტივალის ფარგლებში იბეჭდება 10 ქართველი ახალგაზრდა ავტორი: დავით ქაშიაშვილი, გიორგი ლიპარიშვილი, ზურა პაპიაშვილი, ქეთევან სიხარულიძე, სალი ბრეგვაძე, მარიამ მერკვილაძე, თიკა მეზვრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილია კილაძე, ანო ზაალიშვილი.
გამოიცემა ხელნაწერებიანი წიგნაკი, რომელშიც შევა საქართველოში მცხოვრები (მოქალაქე) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ხელნაწერი ლექსები და მოთხრობები; ასეთივე სახით გამოიცემა წიგნაკები მიუსაფარი ბავშვებისა და პატიმრების ხელნაწერებით.