"გვინდა, ყველა ტურისტმა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს ღვინო", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრაზე გააკეთა, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
"ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ტურისტს, რომელიც ჩამოვა, ვაჩუქოთ სასუვენირო ბოთლი თავისი ღვინით და ბროშურით, თუ რატომაა საქართველო ღვინის ქვეყანა, თბილისის აეროპორტის გარშემო გავაშენოთ ვენახი",_ განაცხადა სააკაშვილმა.