ხვალ, 10 მაისს, OVS, იტალიური ტანსაცმლის ლიდერი ბრენდი უკვე მეორე მაღაზიას ხსნის საქართველოში, თბილისში, გუდვილის სავაჭრო ცენტრში ქავთარაძეზე. დიდი სავაჭრო გამოცდილების მქონე ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის მაღალი ხარისხის მოდურ სამოსს.
ფართედ გაშლილ შიდა სივრცეში OVS გთავაზობთ მაღალი ხარისხის იტალიურ მოდას ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის და გასაკუთრებულ „საშოპინგო" ატმოსფეროს.
ახალი მაღაზია 650 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. OVS-ეს მოდის დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციები ბუნებრივი ფერებით და ბუნებრივი ქსოვილებით აერთიანებს როგორც იტალიურ ასევე საერთაშორისო მოდის ტენდენციებს.
OVS-ეს საბავშო ხაზი, რომელიც განკუთვნილია 9 თვიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, არის ყოველთვის მოდური და დამზადებულია ნატურალური მასალებისაგან. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უმნიშვნელო დეტალებსაც კი რომ ტანსაცმელი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს პატარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ OVS ქართული ბაზრის მომხმარებლებს პირდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლებად კოლექციებს, რომელიც დამზადებულია წარმოების უმკაცრესი სტანდარტების დაცვით.
OVS დაარსდა 1972 წელს პადუაში, სადაც გაიხსნა მისი პირველი მაღაზია. 40 წლის მანძილზე მისი მიზანი იყო, რომ მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა საუკეთესო პრდუქცია საუკეთესო ფასად. ამჟამად OVS არის სანიმუშო "სწრაფი მოდის" ინდუსტრიაში, 600 მაღაზიის ქსელით იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ.
მან „შოპინგს" მიანჭა ახალი დატვირთვა, რაც გულისხმობს მუდმივად განახლებად მოდურ კოლექციებს, ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს. OVS სათაო ოფისი მდებარეობს ვენეციაში.